“ჩვენ არ გავჩერდებით და არ დავნებდებით – სანამ ყველა არ დაბრუნდება” – ისრაელის ელჩი საქართველოში

საქართველოში ისრაელის ელჩი, ჰადას მეიცადი  ეხმაურება „ჰამასის“ მიერ ისრაელელი მძევლების გათავისუფლებას.

“რამდენი ხანი ველოდით და ვლოცულობდით ამ წამისთვის. მადლობა რომ დაბრუნდით. როგორი ემოციური და ძალის მომცემი დღეა. ჩვენ ყველა განვიცდით ემოციების სრულ სპექტრს – ცრემლები ეკრანების წინ, დაუსრულებელი მოლოდინი, დიდი იმედი და ღრმა შეშფოთება მათ მიმართ, ვინც ჯერ არ დაბრუნებულა.

ჩვენ არ გავჩერდებით და არ დავნებდებით – სანამ ყველა არ დაბრუნდება” – წერს ელჩი „ფეისბუქზე“.

მსგავსი თემები