“ჩართე სამართალი”- პარლამენტამდე აქცია-მსვლელობას მართავენ

მოხალისეთა და საქველმოქმედო პროექტების მხარდამჭერები პარლამენტამდე აქცია-მსვლელობას მართავენ.

მარშის მონაწილეებს თან აქვთ ტრანსფარენტები წარწერებით: “ჩართე სამართალი”, “თქვენ წაგვართვით, სამოქალაქო საზოგადოება დაიბრუნებს!”, “არ დავიღლებით”, “ სანამ თქვენ ოცნებობდით, ჩვენ ვაკეთებდით”.

როგორც ისინი აცხადებენ „ქართული ოცნების“ მიერ 28 ნოემბერს გაკეთებული განცხადება, აბსოლუტურად ეწინააღმდეგება ქვეყნის და ხალხის მისწრაფებას იყოს დიდი ევროპული ოჯახის წევრი.

მსგავსი თემები