ნიგერიაში სატვირთო საწვავის გადამზიდი მანქანა აფეთქდა. შემთხვევას 77 ადამიანი ემსხვერპლა, 25 კი დაშავდა. ავარიის შედეგად, სატვირთო მანქანა გადაბრუნდა და გზაზე საწვავი დაღვარა, რამაც სატვირთო მანქანის აფეთქება გამოიწვია.
დაზარალებულებს შორის არიან მაშველებიც.
საწვავის გადამზიდი მანქანების აფეთქებები ნიგერიაში ხშირია. გამომწვევ მიზეზად, ძირითადად, დაზიანებული გზები და გაუმართავი ტრანსპორტი სახელდება.