“აშშ-ის მომავალ ადმინისტრაციას ესმის, რომ “ქართული ოცნების” მთავრობა დისკრედიტებულია“- ჯონ ჰერბსტი

“ატლანტიკური საბჭოს“ ევრაზიის ცენტრის დირექტორმა ჯონ ჰერბსტმა საქართველოს შესახებ ისაუბრა. მისი განცხადებით, ხედავს ერთგვარ დაჩოქებას, მოსკოვის მოთხოვნებისა, თუ პოზიციების მიმართ. მან ასევე ისაუბრა, ვაშინგტონში დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე და მასში საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის  მონაწილეობაზე.

„ეს იმაზე მეტყველებს, რომ მომავალ ადმინისტრაციას, ისევე როგორც მიმავალ ადმინისტრაციას, ესმის, რომ “ქართული ოცნების” მთავრობა დისკრედიტებულია“- განაცხადა ჰერბსტსმა.

ამასთან, მან უაპსუხა კითხვას, თუ არაღიარების აქტი პრეზიდენტ ტრამპის მაგიდაზე მოხვდება და ამოქმედდება, როგორი იქნება ამერიკა-საქართველოს ურთიერთობები ამის შემდეგ. მისი თქმით, ურთიერთობები ალბათ ყველაზე დაბალ ნიშნულზეა.

„ამერიკა- საქართველოს ურთიერთობები სტაბილურად არასწორი მიმართულებით მიდის ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. გარდა იმისა, რომ საქართველოში მზარდი რეპრესიებია, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში გაკეთდა მკაფიო, არამეგობრული განცხადებები დასავლური, და განსაკუთრებით, ამერიკის საგარეო პოლიტიკის შესახებ. ვხედავთ ერთგვარ დაჩოქებას, მოსკოვის მოთხოვნებისა, თუ პოზიციების მიმართაც. ეს საკმაოდ გასაოცარი და ძალიან სამწუხაროა. ჩვენი ურთიერთობები ალბათ ყველაზე დაბალ ნიშნულზეა, რაც კი როდესმე ყოფილა, 90-იანი წლების დასაწყისიდან მოყოლებული მაინც” – დასძინა დიპლომატმა.

მსგავსი თემები