“ნუ ვივლით ბალტიისპირეთის, პოლონეთისა და გერმანიის დეპუტატების ჭკუაზე”- მეუფე იაკობი

“ევროპას ვეუბნები, მიმიღე და რუსეთივით ნუ მექცევი”- განაცხადა ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა.

მეუფე საზოგადოებას მოუწოდებს, ნუ ივლიან სხვა ქვეყნის დეპუტატების ჭკუაზე.

“ევროპას ვეუბნები, მიმიღე და რუსეთივით ნუ მექცევი. თუ რუსეთზე ვთქვი უარი, არ მინდა შენზე ვთქვა უარი. რამეს მაძლევ? 5 მილიარდისას ჩვენგან ყიდულობენ და 16 მილიარდისას ჩვენ ვყიდულობთ. რამე გრანტს თუ გვაძლევენ, გვამადლიან? მაგაზეც დაფიქრდით…

ნუ ვივლით ბალტიისპირეთის, პოლონეთისა და გერმანიის დეპუტატების ჭკუაზე. ერთმანეთი შევიყვაროთ და ერთმანეთი დავაფასოთ”- აღნიშნა მეუფე იაკობმა.

 

მსგავსი თემები