ბოდბის ეპარქიის მთავარეპისკოპოსმა იაკობმა, განაცხადა რომ ქართველი კაცი ყოველთვის დედის რძით იკვებებოდა. მეუფე ამბობს, რომ კონკრეტული ადამიანები 2003 წლიდან იავნოვის რძით გამოიკვებნენ, რაც მისივე სიტყვებით, დღეს ბუნდესტაგის დეპუტატით, მიხელ როთით შეიცვალა.
“შეიცვალა სიტუაცია, გავხდით დამოუკიდებლები და დაგვაპირისპირეს რუსებმა, მოხდა ძმათამკვლელი ომი და ისევ ჩაერია რუსეთი და მივიღეთ შევარდნაძე. შემდეგ უკვე კარგად გახსოვთ 2003 წელი, იქაც არჩევნების საბაბით შეიცვალა ხელისუფლება და რა მოხდა… ქართველი კაცი ყოველთვის დედის რძით იკვებებოდა და 2003-ში ივანოვის რძით გამოიკვებნენ და ივანოვის რძე აქვთ ტუჩებზე შეუმშრალი, დღეს ივანოვი როთმა შეცვალა, ვთქვათ ხომ, რეალობა მაგია” – განაცხადა ქადაგების შემდეგ მთავარეპისკოპოსმა იაკობმა.