ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ძალაში დაგეგმილზე სამი საათით გვიან შევიდა

ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ძალაში დაგეგმილზე სამი საათით გვიან შევიდა. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ცეცხლი მას შემდეგ შეწყდა, რაც „ჰამასმა“ დაასახელა პირველი სამი ისრაელელი მძევალი, რომლის გათავისუფლებასაც დღეს აპირებს.

ცეცხლის შეწყვეტა დღეს, თბილისის დროით 10:30 საათზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა „ჰამასმა“ ისრაელს გასათავისუფლებელი მძევლების სია დროულად ვერ მიაწოდა, რის გამოც შეთანხმება 3 საათით გადაიდო.

მსგავსი თემები