გორში საპროტესტო აქცია გაიმართა

საპროტესტო აქცია გაიმართა გორში. მოქალაქეები შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის შენობასთან შეიკრიბნენ. ისინი აქციი დროს დაკავებულების გათავისუფლებას მოითხოვენ.

მიტანილი ჰქონდათ საქართველოს და ევროკავშირის დროშები, ამასთან, ბანერები წარწერით: „გორი არ აღიარებს გაყალბებულ არჩევნებს“, „თავისუფლება ივანიშვილის ტყვეებს“.

„ჩვენი აქციის ძირითადი მიზანია პოლიტპატიმრების გათავისუფლება, რომლებიც იმისთვის დააკავეს, რომ სამშობლოსთვის იბრძვიან“, – აღნიშნა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

საპროტესტო აქცია გაიმართა ბათუმშიც, სადაც ჟურნალისტის მზია ამაღლობელის გათავისუფლება მოითხოვეს.

მსგავსი თემები