„ჰამასის” მაღალჩინოსნის განცხადებით, ისრაელს იმ მძევლების სია გაუგზავნეს, რომელთა გათავისუფლება დღეს იგეგმება. ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ისრაელელმა ჩინოვნიკმა საზოგადოებრივ მაუწყებელ Kan-ს განუცხადა, რომ „ჰამასმა“ შუამავლებს სამი ქალი მძევლის სახელი და გვარები გადასცა.
მოგვიანებით, „ჰამასმა“ გაავრცელა ინფორმაცია, სადაც აღნიშნულია, რომ დღეს რომი გონენს, ემილი დამარისა და დორონ შტაინბრეჩერს გაათავისუფლებენ.