„ჰამასის“ მტკიცებით, მძევლების სიის ისრაელისთვის გაგზავნა ტექნიკური მიზეზების გამო ვერ ხერხდება

დაჯგუფება „ჰამასის“ მტკიცებით, დღეს გასათავისუფლებელი მძევლების სიის ისრაელისთვის გაგზავნა ტექნიკური მიზეზების გამო ვერ ხერხდება. ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.

„ჰამასის“ განცხადებაში აღნიშნულია, რომ “ადასტურებენ ერთგულებას ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობებისადმი”.

მანამდე, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება არ ამოქმედდება, სანამ ისრაელი არ მიიღებს იმ სამი მძევლის სიას, რომელიც “ჰამასმა“ დღეს უნდა გაათავისუფლოს.

ისრაელი ღაზას სექტორში დარტყმებს აგრძელებს

მსგავსი თემები