საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ეხმიანება, გავრცელებულ ინფორმაციას, რის თანახმადაც რუსთაველის გამზირდან ორი მოქალქე გაიტაცეს. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ეს არის რეპრესიული რეჟიმის ახალი ვერსია.
“დაუდგენელი პირების მიერ აქციის მონაწილეების გატაცება უცხოური სანომრე ნიშნების მქონე ავტომობილებში, ივანიშვილის რეჟიმის რეპრესიების ახალი ვერსიაა.
მე ვარ ვაშინგტონში, რათა წარმოვადგინო ხალხის ხმა, რომლებიც ხედავენ, რომ მათ უფლებებსა და მომავალს იპარავენ!“ – წერს ზურაბიშვილი.