ესპანეთში, სათხილამურო კურორტის საბაგიროზე მომხდარი ავარიის შედეგად ათობით ადამიანი დაშავდა. რეგიონული მთავრობის ინფორმაციით, დაშავებულებიდან ცხრა ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. მედია იუწყება, რომ დაახლოებით 80 ადამიანი კვლავ საბაგიროზე რჩება. ინციდენტის მიზეზი ამჟამად უცნობია.
სოციალურ მედიაში გავრცელებულ ფოტოებსა და ვიდეოებში ჩანს ხალხი, რომელიც საბაგიროს ახლოს მიწაზე წევს.
ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა განაცხადა, რომ „შეძრულია ამ ავარიის შესახებ ცნობით“. „ჩვენი თანაგრძნობა დაშავებულებსა და მათ ოჯახებს“- განაცხადა მან.