ვაშინგტონში პრეზიდენტის ინაუგურაციამდე ორი დღით ადრე მოქალაქეები დონალდ ტრამპის წინააღმდეგ გამოვიდნენ. ორგანიზატორების თქმით, აქციის მონაწილეები სხვადასხვა მიზეზით იკრიბებიან, თუმცა მათ „ტრამპიზმთან დაპირისპირების“ მიზანი აერთიანებთ. აქციის მონაწილეებს შორის სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფების წარმომადგენლები არიან და მათი მოთხოვნები განსხვავებულია.
მარშის მონაწილეებს უჭირავთ პლაკატები წარწერით: „დემოკრატიას -კი, ოლიგარქიას -არა“, „უსაფრთხოება მდუმარებაში არ არის“, „სიმართლე მნიშვნელოვანია, უარი ტყუილს“ და სხვა.
დემონსტრანტების ნაწილს ვარდისფერი ქუდები ახურავს, რაც წინა წლების ქალთა მარშის სიმბოლო იყო.