ფილარმონიასთან მოქალაქეები აქციას მართავენ. მათ ნაწილს, ნიღაბი უკეთია, რითაც, მათივე განმარტებით, პროტესტს და დაუმორჩილებლობას გამოხატავენ იმ კანონის მიმართ, რომელიც ე.წ “ბალაკლავას” ტარებას კრძალავს. „ცეცხლი ოლიგარქიას“ სკანდირებენ ისინი. მათ დემონსტრაციულად ფოიერვერკიც ისროლეს.
აქციის მონაწილეები ფილარმონიიდან მსვლელობით გაემართებიან პარლამენტთან და იქ მომდინარე აქციას შეუერთდებიან.