ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ კოალიცია „ცვლილებისთვის“ წარმომადგენელი მარიამ სიჭინავა და აქტივისტი კერენ ესებუა 5 000 -5 000 ლარით დააჯარიმა. გადაწყვეტილება მოსამართლე ფატი ფურცხვანიძემ მიიღო. მოსამართლემ აქტივისტები სამართალდამრღვევებად ცნო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-პირველი პრიმა მუხლის მეოთხე ნაწილით, რაც აქციაზე პიროტექნიკის გამოყენებას გულისხმობს.
რაც შეეხება, მათთვის წაყენებულ კიდევ ერთ მუხლში – ასევე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის პირველ ნაწილში, რაც პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს, მოსამართლე ფატი ფურცხვანიძემ ისინი გაამართლა.