„ბათუმელების“ რედაქტორს მზია ამაღლობელელს ჟურნალისტებმა სოლიდარობა გამოუცხდეს. მედიის წარმომადგენლებმა მშრალი ხიდიდან ბანერი წარწერით: „ თავისუფლება მზია ამღლობელს“ გადმოფინეს. ისინი კოლეგის გათავისუფლებას მოითხოვენ.
სამართალდამცველებმა „ბათუმელების“ დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით დააკავეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.