შინაგან საქმეთა სამინისტრომ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ საბურთალოს შტაბთან მომხდარ შემთხვევაზე გამოძიება დაიწყო. როგორც უწყებაში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.
„ლელოს“ წევრმა, საბა ბუაძემ განაცხადა, რომ შტაბიდან გამოსულებს მათ თავს დაესხნენ.
„საბურთალოს შტაბიდან გამოსულებს პროვოკატორები შემოგვხვდნენ „შემთხვევით“, გინებით, დანით და ქვების სროლით“.