ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში, სადაც აქტივისტის მარიამ სიჭინავას საქმეს განიხილავდნენ, მოქალაქე „კლოუნის ცხვირით“ მივიდა. გარდა ამისა, ის სასამართლოს პროცესის დროს ამღერდა, რაზეც მოსამართლემ შენიშვნა მისცა. როსტომ ზარანდიამ კი აღნიშნა, რომ სურდა პროცესი ცირკს დამსგავსებოდა. აღნიშნული გამო, ზარანდია სასამართლო დარბაზიდან გააძევეს.
დღეს, მარიამ სიჭინავას სასამართლო პროცესი გაიმართა. სიჭინავა პიროტექნიკის გამოყენებისთვის დააკავეს. მანამდე ის 5000 ლარით დააჯარიმეს.