თემქის პოლიციასთან აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს

თემქის პოლიციასთან ხმაური და დაპირისპირება იყო. პოლიციამ  რამდენიმე ადამიანი დააკავა. მოქალაქეები ამ დრომდე რჩებიან ადგილზე. ადგილზე რჩებიან სამართალდამცავებიც. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მოქალქეების პირბადის ტარების გამო დააკავეს.

“ძალის გამოყენებით დააკავეს ადამიანები. პირბადეების გამო ადამიანს არ აკავებენ. იძალადეს ჩვენზე, ჩემს მეგობას შუშა ჩაამტვრევინეს თავით. 6 ადამიანი არის დაკავებული”- ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

მოქალქეები თემქის პოლიციასთან აქციას მართავდნენ.

მსგავსი თემები