ანალენა ბერბოკმა შოლცთან ფოტოს გადაღებაზე უარი თქვა და მინისტრთა კაბინეტი პროტესტის ნიშნად დატოვა

გერმანიის მინისტრთა კაბინეტში უთანხმოებაა. ამის შესახებ გამოცემა „ბილდის“ წერს. გამოცემა იუწყება, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა უარი თქვა გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან ფოტოს გადაღებაზე და მინისტრთა კაბინეტის სხდომა დატოვა.

როგორც გამოცემა წერს, ამის მიზეზი არის ის, რომ შოლცი ბლოკავს უკრაინისთვის სამი მილიარდი ევროს ოდენობის დახმარების პაკეტის გადაცემას გერმანიაში დაგეგმილ ვადამდელ არჩევნებამდე. მანამდე ბერბოკმა ხმამაღლა გააკრიტიკა კანცლერის ვეტო. ბერბოკის თქმით, ოლაფ შოლცის ქცევა ზიანს აყენებს ევროპელი მოკავშირეების ნდობას გერმანიის მიმართ.

მსგავსი თემები