ეუთო ბელარუსში 26 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებზე დამკვირვებლებს არ გაგზავნის

ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ბიურო ბელარუსში 26 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებზე დამკვირვებლებს არ გაგზავნის. ინფორმაციას ამის შესახებ, ბიუროს პრესსამსახური ავრცელებს.

„არჩევნებამდე10 დღით ადრე ბელარუსისგან მოწვევა არ აძლევს ოდირს საშუალებას მიიღოს წვდომა საარჩევნო პროცესის საკვანძო ეტაპებზე, რაც შეუძლებელს ხდის შინაარსობრივ დაკვირვებას“ – ნათქვამია განცხადებაში.

როგორც ორგანიზაციაში აღნიშნავენ, მინსკიდან დამკვირვებლების მიწვევა დაგვიანებით მოხდა. ამასთან დაკავშირებით, ორგანიზაციამ განცხადება 9 იანვარსაც გამოაქვეყნა, სადაც გამოხატა სინანული, რომ ბელარუსის ხელისუფლებამ ეუთო-ს დამკვირვებლები საპრეზიდენტო არჩევნებზე არ მიიწვია.

„ღრმად ვწუხვართ, ბელარუსის ხელისუფლების გადაწყვეტილების გამო, არ მიეწვია ეუთო-ს წევრი სახელმწიფოები ODIHR-ის მეშვეობით მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნებზე დასაკვირვებლად, რაც ქვეყნის მოქალაქეებს პროცესის გამჭვირვალე და სრულ შეფასების გარეშე ტოვებს“-  განაცხადა ოდირის დირექტორმა, მარია თელალიანმა.

მსგავსი თემები