ღაზის სექტორში ცეცხლი 19 იანვარს, ადგილობრივი დროით 08:30 საათზე შეწყდება

ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულება 19 იანვარს, ადგილობრივი დროით 08:30 საათზე დაიწყება. ამის შესახებ, ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებენ.

„ისრაელის თავდაცვის ძალები მზად არიან მძევლების მისაღებად „ჰამასის“ ტყვეობიდან გათავისუფლების შემდეგ და მუშაობენ შესაბამისი ფიზიკური და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად, ყველა დეტალის გულმოდგინე გათვალისწინებით“, – ნათქვამია ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში.

მათი განცხადებით, შეიარაღებული ძალები „გააგრძელებენ მოქმედებას“ ღაზის სექტორის სიახლოვეს მცხოვრები ისრაელის მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

მსგავსი თემები