სროლა იყო თეირანში. სროლის შედეგად ირანის უზენაესი სასამართლოს ორი მოსამართლე დაიღუპა. ინფორმაციას სააგენტო „ფრანს-პრესი“ ირანის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. თავდასხმა თეირანში, ირანის უზენაესი სასამართლოს შენობასთან მოხდა.
„უზენაესი სასამართლოს სამ მოსამართლეს თავს დაესხნენ. ორი მათგანი დაიღუპა და ერთი დაიჭრა“ – აცხადებს ირანის სახელმწიფო მედია.
მედიის ცნობით, თავდამსხმელმა თავი მოიკლა.