„მანჩესტერ იუნაიტედის“ ლეგენდა, დენის ლოუ გარდაიცვალა

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ლეგენდარული ფორვარდი დენის ლოუ გარდაიცვალა. შოტლანდიის ნაკრების ყოფილი მოთამაშე 84 წლის იყო.

ლოუს მესამე ადგილი უკავია „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყველა დროის ბომბარდირთა სიაში ბობი ჩარლტონისა და უეინ რუნის შემდეგ – 237 გოლი 404 ოფიციალურ მატჩში.

გარდა ამისა, ლოუს ეკუთვნის „იუნაიტედის“ რეკორდი ერთ სეზონში გატანილი გოლების რაოდენობით (46 გოლი 1963-64 წლების სეზონში). საკლუბო კარიერაში შოტლანდიელმა 14 ჰეთთრიკი და ოთხი პოკერი შეასრულა.

1964 წელს დენის ლოუმ „ფრანს ფუტბოლის“ „ოქროს ბურთი“ მოიპოვა და დღემდე ერთადერთ შოტლანდიელად რჩება, ვინც ეს მოახერხა.

 

მსგავსი თემები