უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი კახა თილიძე სამშობლოში ჩამოასვენეს. თილიძის ცხედარს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მისი ნათესავები და მეგობრები დახვდნენ.
უკრაინა -რუსეთის ომში დაღუპულ ქართველ მებრძოლს, სავარაუდოდ, 21 იანვარს დაკრძალავენ.
კახა თილიძე საქართველოს ძალოვან უწყებაში 11 წელი მსახურობდა. მონაწილეობდა 2014 წლის რუსეთ-უკრაინის ომშიც, წრთვნიდა და ამზადებდა უკრაინელ ოფიცრებს. კახა თილიძე ზაპოროჟიეს მიმართულებაზე ქუჩის ბრძოლებისას დაიღუპა.