სალომე ზურაბიშვილი სერბეთში გუშინ გამართულ საპროტესტო აქციას ეხმაურება და წერს, რომ საქართველოსა და სერბეთში საპროტესტო აქციები თავისუფლებისთვის ბრძოლაა.
„საპროტესტო აქციები საქართველოში და საპროტესტო აქციები სერბეთში ერთი და იგივე ბრძოლაა თავისუფლებისთვის, დემოკრატიისთვის, დამოუკიდებლობისთვის და რუსეთის ბატონობის წინააღმდეგ“ – წერს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.
სერბეთში მასშტაბური საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც ნოემბერში ქალაქ ნოვი სადის რკინიგზის სადგურის ჭერის ნაწილი ჩამოინგრა, რასაც 15 ადამიანი ემსხვერპლა.