თბილისსა და რეგიონებში, დღეს, 13-ზე მეტი აქცია-მსვლელობა იგეგმება. მსვლელობები დედაქალაქში 14:00 საათზე დაიწყება. რაც შეეხება რეგიონებს ქუთაისში, 19:00 საათზე, მერიის წინ გაიმართება აქცია სახელწოდებით „კი ევროპას, არა რუსეთს!“
ბათუმში, 19:00 საათზე მოქალაქეები საკონსტიტუციო სასამართლოსთან გამართავენ აქციას – „სამშობლოს სამსახურში!“; ზუგდიდში, 17:00 საათზე – „ბრძოლა გამარჯვებამდე“ – სამხარეო ადმინისტრაციის წინ; თელავში, 18:00 – „უწყვეტი პროტესტი თელავში!“ – მერიის წინ; ახალციხეში, 18:00 საათზე – „არა რუსულ რეჟიმს“ – შოთა რუსთაველის ძეგლთან.
საქართველოს მასშტაბით საპროტესტო აქციები თვეზე მეტია მიმდინარეობს. მოქალქეები ახალი არჩევნების დანიშვნას და აქციების დროს დაკავებული ადამიანების გათავისუფლებას ითხოვენ.