სერბეთში პრეზიდენტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს. ქვეყნის პრეზიდენტის, ალექსანდარ ვუჩიჩისა და სერბეთის სახელმწიფო ტელევიზიის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე ათიათასობით დემონსტრანტი გამოვიდა. მომიტინგეები მათ კორუფციასა და ნეპოტიზმში ადანაშაულებენ.
სერბეთში მთავრობის წინააღმდეგ მასშტაბური საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც ნოემბერში ქალაქ ნოვი სადის რკინიგზის სადგურის ჭერის ნაწილი ჩამოინგრა, რასაც 15 ადამიანი ემსხვერპლა.
საპროტესტო აქციის მონაწილეებმა დაღუპულთა ხსოვნას პატივი 15 წუთიანი დუმილით მიაგეს და ქვეყნის მასშტაბით საყოველთაო გაფიცვა მოითხოვეს.