რუსეთმა კიევს ბალისტიკური რაკეტებით დაარტყა – არის მსხვერპლი

რუსეთმა კიევს ბალისტიკური რაკეტებით დაარტყა, არის მსხვერპლი. ინფორმაციას, უკრაინული მედია ავრცელებს.

„სამწუხაროდ, 4 ადამიანი დაიღუპა და 3 დაშავდა“, – აცხადებს კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ცნობით, რუსეთის იერიშის შედეგად, საცხოვრებელი სახლები და სხვადასხვა ინფრასტრუქტურული ობიექტები, მათ შორის მეტროსადგურ „ლუკიანოვსკაიას“ შესასვლელი დაზიანდა.

უკრაინის დედაქალაქში საჰაერო განგაში ადგილობრივი დროით 05:50 საათზე გამოცხადდა.

 

მსგავსი თემები