„გილოცავ საქართველო“ – საქართველო ოფიციალურად გამოცხადდა მალარიისგან თავისუფალ ქვეყნად („მედიაცენტრი მთავარის“ ექსკლუზივი)

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საქართველო ოფიციალურად დაამტკიცა, როგორც მალარიისგან თავისუფალი ქვეყანა. „გილოცავ, საქართველო!“ – ასე ულოცავს ჯანდაცვის მსოფლიოს ორგანიზაციის რეგიონალური დირექტორი ჰანს კლუდე საქართველოს ამ მიღწევას.

„ეს მიღწევა შესაძლებელი გახდა მდგრადი ინვესტიციების, ჯანდაცვის მუშაკთა თავდადებისა და მიზნობრივი ძალისხმევის წყალობით მალარიის ყველა შემთხვევის პრევენციაში, ადრეულ გამოვლენასა და ეფექტურ მკურნალობაში.

საქართველოს სერთიფიკაციით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისი კიდევ ერთი ნაბიჯით უახლოვდება, რომ გახდეს პირველი მალარიისგან თავისუფალი რეგიონი მსოფლიოში.

მათთვის, ვინც არ იცნობს, მალარიის ელიმინაციის სერტიფიკაცია არის WHO-ს მიერ ქვეყნის მალარიისგან თავისუფალი სტატუსის ოფიციალური აღიარება. იგი მიიღება მაშინ, როდესაც ქვეყანა იძლევა მკაცრ და სანდო მტკიცებულებებს, რომლებიც ადასტურებს, რომ ანოფელეს კოღოებით ადგილობრივი მალარიის გადაცემა მთლიანად შეწყვეტილია ქვეყნის მასშტაბით სულ მცირე სამი წლის განმავლობაში. ქვეყანამ ასევე უნდა აჩვენოს შესაძლებლობა, რომ თავიდან აიცილოს გადაცემის აღდგენა“ – აღნიშნულია მილოცვაში.

P.S. აღნიშნული ინფორმაცია “მედიაცენტრ მთავარს” ექსკლუზიურად მიაწოდეს. 

 

მსგავსი თემები