აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ცნობილი მსახიობები მელ გიბსონი, სილვესტერ სტალონე და ჯონ ვოითი ჰოლივუდში სპეციალურ წარმომადგენლებად დანიშნა. ინფორმაციას ამის შესახებ „სიბიეს ნიუსი“ ავრცელებს.
„ჩემთვის პატივია, გამოვაცხადო ჯონ ვოითი, მელ გიბსონი და სილვესტერ სტალონე სპეციალურ ელჩებად დიდ, მაგრამ ძალიან პრობლემურ ადგილას, ჰოლივუდში, კალიფორნიაში. ისინი იქნებიან ჩემთვის სპეციალური წარმომადგენლები, რათა ჰოლივუდმა, რომელმაც ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ბევრი ბიზნესი დაკარგა უცხო ქვეყნებში, დაბრუნდეს – უფრო დიდი, უკეთესი და ძლიერი, ვიდრე ოდესმე“- დაწერა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში.