19 იანვარს კალიფორნიაში UFC 311 ჩატარდება, სადაც ქართველი ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი ქამარს პირველად რუსეთის სახელით გამომსვლელი უმარ ნურმაგომედოვის წინააღმდეგ დაიცავს. დვალიშვილმა წონა წარმატებით ჩააბარა.
მერაბ დვალიშვილმა UFC-ის საჩემპიონო ქამარი გასული წლის სექტემბერში შონ ო’მალის დამარცხების შემდეგ მოიპოვა.
ქართველს MMA-ში ჩატარებულ 22 შეხვედრაში 18 გამარჯვება აქვს, ასევე მან ბოლო 11 ბრძოლაში გაიმარჯვა. რაც შეეხება ნურმაგომედოვს, შერეულ ორთაბრძოლებში მას 18 მოგება აქვს და არცერთხელ დამარცხებულა.