პარლამენტთან მოქალაქეების პროტესტი გრძელდება. აქციის მონაწილეებმა საავტომობილო მოძრაობა გადაკეტეს. მანამდე რუსთაველის გამზირზე განლაგებული პოლიციელები მოქალაქეებს გამზირის გადაკეტვის საშუალებას არ აძლევდა.
მას შემდეგ, რაც პროტესტის მონაწილეებმა გზა მაინც გადაკეტეს, პოლიციამ მათ განუმარტა, რომ გზის გადაკეტვის გამო დაჯარიმებული არიან და ხვალ სახლებში მიუვათ 5000 – ლარიანი ჯარიმა.