ინაუგურაციამდე, დონალდ ტრამპსა და სი ძინპინს შორის კიდევ ერთი სატელეფონო საუბარი შედგა – რაზე ისაუბრეს მხარეებმა?!

დღეს, ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინსა და აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.  ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა  დონალდ ტრამპს, პრეზიდენტად არჩევა კიდევ ერთხელ მიულოცა.

„ჩვენ ორივე დაინტერესებული ვართ კონტაქტებით, ჩვენ ვხედავთ ახალი პრეზიდენტის ვადაში ორ ქვეყნას  შორის ურთიერთობების ახალ ეტაპს. მზად ვართ, ჩინეთ-ამერიკული ურთიერთობები განვითარების ახალ ტრაექტორიაზე ავიყვანოთ ახალ საწყის წერტილში“ –  აღნიშნა სი ძინპინმა ტრამპთან საუბრისას.

სი ძინპინის თქმით, ჩინეთისა და შეერთებული შტატების ორი დიდი სახელმწიფო ცდილობს განახორციელოს საკუთარი ოცნებები, რათა ხალხს უკეთესი ცხოვრების შესაძლებლობა მისცეს.

„საერთო ინტერესების და თანამშრომლობის ფართო სპექტრის მქონე ჩინეთსა და შეერთებულ შტატებს შესაძლებლობა ექნებათ,  იყვნენ პარტნიორები და მეგობრები, დაეხმარონ ერთმანეთს ერთობლივი კეთილდღეობის სახელით ორი ქვეყნის და მთელი მსოფლიოს საკეთილდღეოდ“ – დასძინა სი ძინპინმა.

როგორც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტმა აღნიშნა, როგორც  ორ უდიდეს ქვეყანას, განსხვავებული ეროვნული პირობებით, შესაძლოა, უთანხმოებაც ჰქონდეს.  ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ ურთიერთპატივისცემა იყოს ძირითადი ინტერესები და ძირითადი საზრუნავი, რათა იპოვონ ადეკვატური გადაწყვეტა.

ერთ-ერთი საკითხი, რაზეც სი ძინპინმა ყურადღება გაამახვილა, ტაივანია.

„ტაივანის საკითხი ეხება ჩინეთის ეროვნულ სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, რომელსაც ვაშინგტონი ძალიან ფრთხილად უნდა მიუდგეს. რაც შეეხება ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს, რომლებიც ხასიათდება ორმხრივი სარგებლითა და მოგებით, არ უნდა იყოს წინააღმდეგობა და დაპირისპირება.

ორივე მხარემ უნდა დაიცვას ურთიერთპატივისცემის, მშვიდობიანი თანაარსებობის, ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის პრინციპები, გაზარდოს თანამშრომლობა და შეძლებისდაგვარად, უფრო დიდი, რეალური და კარგი მოგება მოუტანოს როგორც თავად ორ ქვეყანას, ასევე მთელ მსოფლიოს, რათა ორივე გიგანტური გემები, როგორიც არის ჩინეთი და შეერთებული შტატები, თანმიმდევრულად მიიწევენ წინ სტაბილური, ჯანსაღი და მდგრადი განვითარების კვალდაკვალ“ – აღნიშნა სი ძინპინმა.

დონალდ ტრამპმა მადლობა გადაუხადა სი ძინპინს მილოცვისთვის და აღნიშნა, რომ იგი დიდად აფასებს მასთან დიდ ურთიერთობას და მოუთმენლად ელის დიალოგის გაგრძელებას შეხვედრას.

ორი ქვეყნის მეთაურებმა ასევე გაცვალეს მოსაზრებები უკრაინის კრიზისის, პალესტინა-ისრაელის კონფლიქტის, ასევე ორმხრივი ინტერესის სხვა საერთაშორისო და რეგიონულ საკითხებზე.

ორი სახელმწიფოს მეთაურები შეთანხმდნენ სტრატეგიული კონტაქტების არხის დამყარებაზე და რეგულარული კომუნიკაციის შენარჩუნებაზე ორი ქვეყნის ორმხრივი ინტერესის აქტუალურ საკითხებზე.

 

მსგავსი თემები