გერმანიაში ბუნდესტაგის ყოფილ დეპუტატებს აზერბაიჯანიდან ქრთამის მიღების გამო ასამართლებენ. მათ აზერბაიჯანის ინტერესების ლობირების სანაცვლოდ სოლიდური თანხების მიღებაში ადანაშაულებენ.
საუბარია „ქრისტიან დემოკრატიული კავშირის“ წევრებზე – ედუარდ ლინტნერზე და აკსელ ფიშერზე. ბრალდება ეხება იმ პერიოდს, როდესაც ლინტნერი და ფიშერი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრები იყვნენ.
ყოფილი დეპუტატები ბრალს არ აღიარებენ.