პარლამენტის მიმართულებით მამებისა და შვილების მარში გაიმართა

პირველი რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის მიმართულებით მამებისა და შვილების მარში გაიმართა. მარშის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას შეუერთდნენ. მათ მოტანილი აქვთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები.

პარლამენტთან უკვე 51-ე დღეა ყოველდღიურად იკრიბებიან.

პროტესტის მონაწილეების მთავარი მოთხოვნაა აქციების დროს დაკავებულების გათავისუფლება და ახალი არჩევნების დანიშვნა.

 

მსგავსი თემები