დონალდ ტრამპი მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს პირადად არ დაესწრება და ღონისძიებას ონლაინ ჩაერთვება

აშშ-ის პრეზიდენტი, ინაუგურაციიდან რამდენიმე დღეში, დავოსში გამართულ მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ყოველწლიურ შეხვედრაში ვირტუალურად ჩაერთვება.

,,ხუთშაბათს, ნაშუადღევს, ის ციფრული ფორმატით, ონლაინ რეჟიმში, შემოუერთდება ჩვენს მონაწილეებთან დიალოგს. ვფიქრობთ, რომ ეს ძალიან განსაკუთრებული მომენტი იქნება”, – ამბობს ეკონომიკური ფორუმის პრეზიდენტი, ნორვეგიის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ბორგე ბრენდე.

მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს შვეიცარიის ქალაქი დავოსი 20-24 იანვარს უმასპინძლებს. პირველი ვადით პრეზიდენტობის განმავლობაში, ტრამპი ბიზნესის, მთავრობებისა და სხვა ლიდერების ელიტარულ შეკრებას სულ ორჯერ დაესწრო პირადად.

მსგავსი თემები