,,გირჩევთ, აქციები იმ ორგანიზაციებთან გამართოთ, ვინც ტყუილები დაგაჯერათ” – ომბუდსმენი

  საქართველოს სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი დღეს სახალხო დამცველის ოფისთან გამართულ აქციას გამოეხმაურა. როგორც მან აღნიშნა, დღეს მის ოფისთან რამდენიმე ადამიანმა აქცია გამართა. მათგან ზოგი შეგნებულად ავრცელებს არასწორ ინფორმაციას, ზოგი კი, სავარაუდოდ შეცდომაშია შეყვანილი. ,,მსაყვედურობენ, თითქოს თვალს ვხუჭავ მიმდინარე აქციების დროს პოლიციის მხრიდან პროტესტის მონაწილეთა მიმართ სავარაუდო წამების, არასათანადო, დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე. იმის დასტურად, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება, წარმოგიდგენთ ჩემ მიერ აქციების მიმდინარეობის პერიოდში გაკეთებული განცხადებების მხოლოდ ნაწილს, რომელთა სრული ვერსიები თანდართულ ბმულებზე შეგიძლიათ, იხილოთ. რაც შეეხება არჩევნების საკითხს, კიდევ ერთხელ განვმარტავ: მე ვერ შევაფასებ არჩევნების გაყალბების საკითხს, … ვრცლად ,,გირჩევთ, აქციები იმ ორგანიზაციებთან გამართოთ, ვინც ტყუილები დაგაჯერათ” – ომბუდსმენი