თურქეთში სტამბოლის ცენტრალური რაიონის, ბეშიქთაშის მუნიციპალიტეტის მერი დააკავეს, რომელიც ოპოზიციურ „სახალხო-რესპუბლიკურ პარტიას“ წარმოადგენს.
პროკურატურა რიზა აქპოლატს სახელმწიფო ტენდერების გაყალბებაში ადანაშაულებს, თუმცა „სახალხო-რესპუბლიკური პარტია“ ბრალდებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.
გამოძიება სავარაუდო კრიმინალური ორგანიზაციის საქმიანობაზე მიმდინარეობს, რომელიც სახელმწიფო მოხელეების მოსყიდვით, სატენდერო გარიგებების მანიპულირებაში არის ეჭვმიტანილი. რიზა აქპოლატი ბრალდებას უარყოფს.
„სახალხო-რესპუბლიკური პარტიის“ განცხადებით, დაკავებისთვის არ არსებობს კონკრეტული მტკიცებულებები და ეს პოლიტიკურად მოტივირებული ქმედებაა.
სტამბოლის მერი ეკრემ იმამოღლუი, რომელიც ასევე „სახალხო-რესპუბლიკური პარტიის” წევრია, არ გამორიცხავს, რომ თავადაც გახდეს გამოძიების სამიზნე.