რუსეთი და ირანი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას მოაწერენ ხელს

„თქვენს დღევანდელ ვიზიტს აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა, რადგან ჩვენ არა მხოლოდ გვექნება შესაძლებლობა, განვიხილოთ ჩვენი თანამშრომლობის ყველა მიმართულება, არამედ ასევე ხელს მოვაწერთ რუსეთსა და ირანს შორის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის დიდ საბაზისო შეთანხმებას“, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა კრემლში ირანის პრეზიდენტთან, მასუდ ფეზეშქიანთან შეხვედრისას განაცხადა.

ირანის ლიდერმა აღნიშნა, რომ ხელშეკრულების გაფორმება ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას შეუწყობს ხელს. მისივე თქმით, მოსკოვისა და თეირანის ურთიერთობებს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი და ყოვლისმომცველი ხასიათი აქვს.

ირანისა და რუსეთის პრეზიდენტებმა ასევე ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე ისაუბრეს, მათ შორის ბირთვულ ენერგეტიკაში. ამასთან დაკავშირებით ფეზეშქიანმა განაცხადა, რომ მოსკოვსა და თეირანს ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის შესახებ შეთანხმებების გაფორმების დასრულება უკვე დღეს შეუძლიათ.

მსგავსი თემები