შვედეთ-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფი საქართველოს პარლამენტთან ყველანაირ კონტაქტს წყვეტს

,,შვედეთ-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფმა მიიღო გადაწყვეტილება, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ყველა კონტაქტი საქართველოს პარლამენტთან”, – წერს სოციალურ ქსელში შვედეთის პარლამენტის წევრი გუსტავ გეტბერგი.

,,შვედეთ-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფმა მიიღო გადაწყვეტილება, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ყველა კონტაქტი საქართველოს პარლამენტთან. ჯგუფი ეწინააღმდეგება ახალი პრეზიდენტის არაკონსტიტუციურ დანიშვნას და მოუწოდებს საქართველოში ახალი არჩევნების ჩატარებისკენ. ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ”, – წერს პარლამენტარი.

მსგავსი თემები