კალიფორნიაში მსოფლიოს უდიდესი ლითიუმის საცავი იწვის. ცეცხლი მონტერეის რაიონში მდებარე ქარხანაში გაჩნდა, რომელიც ლითიუმისგან ბატარეებსა და აკუმულატორებს აწარმოებს.
გავრცელებული ინფორმაციით, მიმდებარე რაიონებიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა. ადგილზე სახანძრო სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. ცეცხლის გაჩენის მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.