სახალხო დამცველის ოფისთან აქცია მიმდინარეობს

,,გააგონე ხმა რეჟიმის დამცველს” – ამ სახელწოდებით სახალხო დამცველის ოფისთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. შეკრებილები ლევან იოსელიანის ბოლოდროინდელ განცხადებებს აპროტესტებენ და ამბობენ, რომ იმის ნაცვლად რომ ის მოქალაქეებს იცავდეს, ძალადობრივი რეჟიმის მცველად და ნაწილად იქცა.

აქციის მონაწილეებს ადგილზე მიტანილი აქვთ სხვადასხვა შინაარსის წარწერებიანი ბანერები.

ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გამოცემა ,,ბათუმელების” დირექტორის მხარდასაჭერი აქცია მიმდინარეობს. ადგილზე მედიის წარმომადგენლები არიან შეკრებილები, რომლებიც მზია ამაღლობელის გათავისუფლებას ითხოვენ.

,,ასეთ ჰაერიდან მოტანილ სისულელეებს არ ვიჯერებ” – ომბუდსმენი

 

მსგავსი თემები