თემურ ქათამაძემ იზოლატორში შიმშილობა დაიწყო

ბათუმელმა მედროშემ, თემურ ქათამაძემ, რომელიც 16 იანვარს დააკავეს, შიმშილობა დაიწყო. ინფორმაციას ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი გახარიას პარტიიდან, აკაკი გვიანიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.

,,შემატყობინეს, რომ ჩვენმა მედროშემ, მუჰაჯირთა შთამომავალმა, საქართველოსთვის და უსამართლობასთან მებრძოლმა თემურ ქათამაძემ იზოლატორში შიმშილობა დაიწყო”, – წერს აკაკი გვიანიძე.

შეგახსენებთ, რომ თემურ ქათამაძე ადმინისტრაციული პატიმრობის ვადის ამოწურვის შემდეგ, 16 იანვარს, სამტრედიის იზოლატორიდან გაათავისუფლეს და გათავისუფლებისთანავე დააკავეს.

შსს-ს თქმით, ის საქართველოში არალეგალურად იმყოფება.

მსგავსი თემები