დიდ ბრიტანეთში, სამგზავრო ავტობუსში, 14 წლის მოზარდის მკვლელობის საქმეზე 3 ადამიანი დააკავეს. BBC-ის ცნობით, მკვლელობის ბრალდებით დაკავებულები არიან 15 და 16 წლის მოზარდები, ხოლო 44 წლის ქალი მათთვის დახმარების გაწევის ბრალდებით დააკავეს.
ლონდონის პოლიციის ინფორმაციით, სამივე მათგანი წინასწარ პატიმრობაშია. საქმის მთავარი გამომძიებლის განცხადებით, დაკავებები გამოძიებისთვის წინ გადადგმულია ნაბიჯია.
ცნობისთვის, 14 წლის მოზარდი ლონდონში, 7 იანვარს, სამგზავრო ავტობუსში, ცივი იარაღის გამოყენებით მოკლეს.