აქციის მონაწილეებმა საზოგადოებრივი მაუწყებლისგან 17 იანვარს ეთერის დათმობის პირობა მიიღეს

აქციის მონაწილე ჟურნალისტებმა საზოგადოებრივ მაუწყებელის ტერიტორია დატოვეს. ისინი საპროტესტო მსვლელობით პარლამენტთან მივიდნენ. მედიის წარმომადგენლებმა, ტელევიზიის მიმდებარე ტერიტორია მას შემდე დატოვეს, რაც საინფორმაციო სამსახურის პროდიუსერის მხრიდან ხვალინდელი ეთერის დათმობის პირობა მიიღეს.

მედიის წარმომადგენლების თქმით, მათ არ სჯერათ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელობის, თუმცა ხვალ დილიდან დაუკავშირდებიან ეთერის დასაგეგმად.

საზოგადოებრივ მაუწყებელთან ჟურნალისტებმა “ბათუმელებისა” ხელმძღვანელის მზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქცია გამართეს და პირდეპირი ეთერი მოითხოვეს.

 

მსგავსი თემები