ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას ამერიკის შეერთებული შტატები, უნგრეთი, სლოვაკეთი და გერმანია ეწინააღმდეგებიან. როგორც „უნიანი“ წერს, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან, კირ სტარმერთან ერთობლივი პრესკონფერენციის დროს ისაუბრა.
„აშშ, უნგრეთი, სლოვაკეთი და გერმანია – ისინი იყვნენ გულწრფელები, მათ არ სურდათ ჩვენი ნახვა ნატო-ში. ეს არის ღია საუბარი. ვფიქრობ, საიდუმლო არ არის, რომ ეს არის ოთხი ქვეყანა, რომლებიც სხვადასხვა მიზეზის გამო, ჯერჯერობით ვერ ხედავდნენ უკრაინას ნატო-ში“ – განაცხადა ზელენსკიმ.