Human Rights Watch -ი საქართველოს შესახებ ანგარიშს აქვეყნებს. ანგარიშში აღნიშნულია, რომ მთავრობამ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი 26 ოქტომბრის სადავო საპარლამენტო არჩევნებიდან ერთი თვის შემდეგ მიატოვა.
“2024 წელს საქართველომ ადამიანის უფლებების მხრივ დიდი ნაბიჯები გადადგა უკან რიგი ახალი რეპრესიული კანონებით, რომლებიც ძირს უთხრიან გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას. ნოემბერში მმართველმა პარტიამ 2028 წლის ბოლომდე შეახერა ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მოლაპარაკებების გახსნისთვის ძალისხმევები, რამაც ქვეყნის მასშტაბით მასობრივი პროტესტები გამოიწვია” – ნათქვამია ანგარიშში.
განცხადებას აქვეყნებს, Human Rights Watch-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორიც. მისი თქმით, “საქართველოს მთავრობა დაუღალავად მიათრევს ქვეყანას რეპრესიულ ეპოქაში”
“საქართველოს მთავრობა დაუღალავად მიათრევს ქვეყანას რეპრესიულ ეპოქაში, რომელიც გაუკვალავია საქართველოსთვის, მაგრამ ძალიან კარგადაა ნაცნობი ავტორიტარულ სახელმწიფოებში. თუმცა არასდროს არ არის ძალიან გვიანი კურსის შესაბრუნებლად, რეპრესიული კანონების გასაუქმებლად, შეკრების თავისუფლების დასაშვებად, დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობის შესაჩერებლად, და პოლიციის ანგარიშვალდებულებისთვის”- განაცხადა ჰიუ უილიამსონმა.