„სლოვაკური მხარე მსჯელობს ზელენსკისთან შეხვედრის სხვა თარიღზე”- ფიცო

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო აცხადებს, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის თარიღზე შესათანხმებლად მუშაობენ.

„სლოვაკური მხარე მსჯელობს ზელენსკისთან შეხვედრის სხვა თარიღზე. როგორც კი ეს თარიღი გვეცოდინება, დაუყოვნებლივ გაცნობებთ“-  განაცხადა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა.

ფიცომ ასევე აღნიშნა, რომ დამატებით განცხადებას გააკეთებს შეხვედრის ადგილთან დაკავშირებით.

 

მსგავსი თემები