საზოგადოებრივ მაუწყებელთან ჟურნალისტები აქციას მართავენ

საზოგადოებრივ მაუწყებელთან მედიის წარმომადგენლები საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი  “ბათუმელების” დამფუძნებლის მზია ამაღლობლის პატიმრობიდან გათავისუფლებას ითხოვენ. გარდა ამისა, საზოგადოებრივი მაუწყებლის „ხალხისთვის დაბრუნებას“ და პირდაპირ ეთერს ითხოვენ.

აქციაზე მყოფი ჟურნალისტები პარლამენტის წინ მსვლელობით გადაინაცვლებენ და მიმდინარე აქციას შეუერთდებიან.

მზია ამაღლობელი ბათუმში პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციის დროს დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ „ბათუმელებისა“ დამფუძნებელს,  აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

მსგავსი თემები